დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ამ ძალიან დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს, – ამის შესახებ კახა კუჭავამ განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგენს.
„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო არჩილს გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება და მან ძალიან ღირსეულად გაართვა თავი ამ საქმეს. ხოლო, მისი ეს ბოლო გადაწყვეტილება პირველ რიგში მიუთითებს, თუ რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და რაც ყველაზე მთავარია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის სამომავლო განვითარებას.
დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ამ ძალიან დიდი ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ და ვთვლი, როგორც ყოველთვის ვამბობდი, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა.
ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა გუნდს და არჩილ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაწეული საქმისთვის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.