ზაალ უდუმაშვილი: ივანიშვილის პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ რღვევა და ჩამოშლა მიმდინარეობს
24-04-2021, 17:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის შემდეგ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოიშალა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შექმნილია უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, რისი გადაჭრის ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები.

 


„არჩილ თალაკვაძის მიერ მოყვანილი არგუმენტები სრულიად გაუგებარია. რა უნდა თქვას, ეს მეორე საკითხია. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებაში“ შეუქცევადი რღვევის პროცესი მიმდინარეობს, პრაქტიკულად ჩამოიშალა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი. რამდენიმე თვის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ფორმალურად, მაგრამ მაინც თქვა, რომ მე საერთოდ პოლიტიკას თავს ვანებებ და ჩრდილში გავდივარო. ამას მოჰყვა ის, რომ ორი თვის წინ პრემიერ-მინისტრი გადადგა. გიორგი გახარია არ იყო მხოლოდ პრემიერი, ის იყო ერთ-ერთი რეიტინგული ფიგურა „ქართულ ოცნებაში“, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ და ახლა მოჰყვა ქვეყნის მეორე პირის გადადგომა. პარტიის რღვევა და ჩამოშლა მეტი რა არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შექმნილია უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი და ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის სწორედ ვადამდელი არჩევნები, მეტი რეცეპტი ამ კრიზისიდან გამოსავლის უბრალოდ არ არსებობს.

 


ამ განცხადებებით თალაკვაძე გუნდში რჩება, თუმცა ვნახოთ, კიდევ როგორ განვითარდება „ქართულ ოცნებაში“. ამ გადაადგილებებით რეალურად არაფერი იცვლება. რომ გვეუბნებიან, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნეიტრალური ფიგურა როგორ უნდა იყოს?! რა ლოგიკაა ამაში საერთოდ?! ეს არის ჩვეულებრივი პარტიული ადამიანი, რომელიც შეცვლის მეორე პარტიულ ადამიანს. ეს პროცესი არის შეუქცევადი და მხოლოდ დაღმავალი გზა არსებობს, რომლის ბოლოსაც ვადამდელი არჩევნებია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი