"ქიბარ ხალვაში სასამართლოში სარჩელით შედის და ნახეთ რა ამბავი დატრიალდა, როგორ გაბედა და შეიტანა სარჩელი, როგორ გაბედა მოსამართლემ და ამას სასამართლო იხილავს. ჯერ არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება და ატეხეს აჟიოტაჟი." - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"იყო მესაკუთრეებში ქიბარ ხალვაში? იყო და მთელმა საქართველომ იცის. შეიძლება მას ჰქონდეს პრეტენზია? - შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება შეიტანოს სასამართლოში სარჩელი? შეიძლება! სასამართლო არის ვალდებული განიხილოს? ალბათ, არის ვალდებული განიხილოს. რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი? რა ხდება?! ეს აწეული აჟიოტაჟი "ნაციონალურ მოძრაობასა" და ტელევიზიის დირექტორს ძალიან აკნინებს.
რატომ ხმაურობენ ამდენს? აი, ტელევიზია "მაესტროში" ისევ დავობენ, რუსთავი 2-ზე ადრე დაწყებული დავაა აქციონერებს შორის. იქნებ ეს დავა გადაწყდეს... გასაგებია ქიბარ ხალვაშია ერთ მხარეს, მეორე მხარე ვინ არის, თქვენ თუ მეტყვით, ვინაა გვარამია? ვის ედავება ხალვაში? მყიდველებში წერია ყარამანიშვილები, მაგრამ ეს გვარამია რა ხდება, რატომ არის ასეთ ისტერიკებში? მერე რა რომ დირექტორია? ვინ ამბობს, რომ ჟურნალისტებთან და დირექტორთან აქვს დავა? სად წერია ეს? ედავებიან მხოლოდ მესაკუთრეებს და სხვები რატომ არიან ისტერიკებში.
ეს ყველაფერი ზედმეტ ეჭვებს იწვევს და კიდევ ერთხელ ამყარებს ხალვაშის პოზიციას. მე კი არ ვუჭერ ხალვაშს მხარს, მათი ქცევები უჭერენ მხარს. ძალიან დიდ ეჭვს ბადებს ეს ყველაფერი, სად არიან ყარამანიშვილები, რატომ არ იცავენ თავს?!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.