„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ამნისტია არის ხაფანგი, რომელიც ხელისუფლებამ დაუგო დოკუმენტზე ხელმომწერებს, რათა მათი დისკრედიტაცია მოხდეს.
„პირველ რიგში, ეს ხაფანგი დაუგეს დოკუმენტზე ხელმომწერებს, რომ მოხდეს მათი დისკრედიტაცია და ბუნებრივია, ოპოზიციის ნაწილის დისკრედიტაცია თუ მოხდება, ეს მთლიანად, ოპოზიციაზეც გავრცელდება“, – მიაჩნია ნიკა მელიას.
იგი ამბობს, რომ თავად არ დაუშვებდა შეთანხმების დოკუმენტში ამნისტიის მუხლის ჩადებას.
„მე რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვყოფილიყავი, გამორიცხულია, ამნისტიის მუხლი იქ არ გაჩნდებოდა“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, არ აკრიტიკებს და არ განიკითხავს მეგობრებს, კოლეგებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს.
„გამორიცხულია, ნურავინ მიიღებს ამას კრიტიკად. თუკი, ისინი დარწმუნდებიან, რომ „ქართული ოცნება“ მაინც გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში, მივმართავ მათ, არ მიიღონ მონაწილეობა ამ ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში“, – აცხადებს ნიკა მელია.
ამასთან, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობის საკითხი.
„ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა და კომიკურია, როცა ვისმენ „ქართული ოცნების“ კომენტარებს, რომ ეს შეთანხმებაში არ არის გათვალისწინებული. მაპატიეთ და, შეთანხმებაში ის არის გათვალისწინებული, რომ გამოსასყიდი უნდა ჩამრიცხვოდა? აბა, წაიკითხონ კარგად, შეთანხმებაში ეს არ წერია. ერთი სიტყვით, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ახლა, ნაცვლად იმისა, რომ კრიზისი დაიძლიოს, კრიზისი არ გავაღრმავოთ და მერწმუნეთ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისი მნიშვნელოვნად გაღრმავდება ქვეყანაში, თუკი ამნისტიის კანონი თუნდაც ერთ მოძალადე პოლიციელზე გავრცელდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მათთვის, ვინც ჩემთან მიმართებაში დარდობს და ამბობს, რომ ეს რაიმე სახით დამაკნინებს, მე ეს ვერანაირად ვერ დამაკნინებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარი არხისთვის“ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.