25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის განახლებულ ბაზაზე აღნიშნა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცეს.
სიტყვით მიმართვისას მათ ყურადღება ლოჯისტიკის გვარეობისა და საბრძოლო დანაყოფების სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემაც მიულოცა.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გადაეცა, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 20 და მეტი წელი უმწიკვლო სამსახურისთვის ორი სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდა. ლოჯისტიკოსების ნაწილმა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლები მიიღეს. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. 1992 წლის 25 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით „შეიარაღებისა და ტექნიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო“ და „ზურგის მთავარი სამმართველო“ ჩამოყალიბდა. ამ სტრუქტურებით ლოჯისტიკური ელემენტების დანერგვას ჩაეყარა საფუძველი. 2013 წლის 4 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ლოჯისტიკის დღედ 25 აპრილი განისაზღვრა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.