რიონის ხეობის მცველთა თავკაცი ვარლამ გოლეთიანი ბევრმა „გმირად“ შერაცხა, რადგან დაბეჩავებულ ხალხს ხმის ამომღები ცოტა ჰყავს და თუკი ვინმე დაინახეს მართალი და წინამძღოლი - გული მიეცემათ და იმედით შეჰყურებენ!..
ვარლამის მაგალითზე აშკარად გამოჩნდა, რომ პატიოსანი წინამძღოლის ყოლის შემთხვევაში, დაბეჩავებულ ხალხს შესწევს ძალა მჩაგვრელებს კუდით ქვა ასროლინოს!.. სწორედ ამიტომ ჰყავთ ვარლამი მიზანში ამოღებული!..
გოლეთიანი ხეობის კაცია, ნაღდი ქართველი და ქვეყნის გულშემატკივარი!.. მერე რა რომ „პოლიტიკური გამოცდილება“ არ აქვს, სამაგიეროდ მას აქვს ქვეყნის სიყვარულის გამოცდილება და იცის რა არის მთავარი მიზანი!..
ხეობის მცველებს ყოველი მხრიდან თავს ახვევენ პოლიტიკურ პროვოკაციებს!.. ალალი ადამიანი იოლად წამოკრავს ხოლმე ფეხს შემოგდებულ დაბრკოლებას, მაგრამ სიმართლე, იდეა და მიზანი მალევე გამართავს წელში და სვლას განაგრძობს!..
რასაც ვხედავ, ვარლამს და რიონის დანარჩენ მცველებს, საკუთარი მიწა-წყლის სიყვარულის გარდა არა დაუშავებიათ რა!.. ხელისუფლებას კი არ ეკადრება მთი მარგინალიზების მცდელობები!..
(ხეობის მცველებს საჭმელიც სჭირდებათ, სასმელიც და გამხნევებაც!.. თუკი ვინმე ხელს შეუწყობს მათ, მადლიან საქმეს იზამენ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ!..)
რაც შეეხება დანარჩენს - თურქი თუ ჰესს ააშენებს, უცებ არ გახადოთ დენის ტარიფი 3 თეთრი!.. ხალხისთვის მაინც არაფერია და თვალები უშუქობის გარეშეც აქვთ გაჭირვებისგან დაბნელებული!.. ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის!.. უმდიდრესი რესურსების მქონე სახელმწიფოში საშუალო ფენა არ არსებობს და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უკიდურესად ღარიბი, სახლ-კარის უქონელი და ქირით მცხოვრებია!..
საქართველო კორუფციული სახელმწიფოა ფსევდოდამოუკიდებლობით, სადაც დასავლეთის კოლონიალისტური მმართველობა უკვე 30 წელია ეზიდება ხალხის სიმდიდრეებს, აჭმევს და მართავს ელიტებს, ხოლო მოსახლეობას ფუჭი დაპირებებით კვებავს!..
ასეა აფრიკაში და ასეა აქაც!..
ირაკლი ზაქარეიშვილი,
ადვოკატი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.