ჩერნობილის ტრაგედიის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში მემორიალი გვირგვინით შეამკეს
26-04-2021, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ქუთაისში, მემორიალი გვირგვინით შეამკეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის წევრებმა.

 


,,35 წელი გავიდა ჩერნობილის ტრაგედიიდან. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. იმერეთიდან დაახლოებით 130 ადამიანი ემსხვერპლა ჩერნობილის მოვლენებს. ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ მათ გმირობას. იმ ადამიანებს, რომლებიც დღევანდელ დღეს ჩვენს გვერდით არიან, აუცილებლად შესაბამისი თანადგომა და გვერდით დგომა სჭირდება“, განაცხადა - ზვიად შალამბერიძემ.

 

 

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა , მეუფე იოანემ ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

 

1986 წლის 26 აპრილს აფეთქება უკრაინაში, ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მოხდა. აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ხანძრისა და აფეთქების შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერება არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელარუსში და ევროპის ქვეყნებშიც კი გავრცელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი