თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გარკვეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება უგვიანდებათ, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას, რის გამოც მან ზედამხედველობის სამსახურს "ქუჩების, მოედნების, სკვერების თვითნებურად გადათხრის" ფაქტების შესწავლა დაავალა.
“ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა სხვადასხვა ქუჩების, მოედნების, სკვერების თვითნებურად გადათხრის ფაქტები. არის შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორებს აქვთ ნებართვები, თუმცა უგვიანდებათ ცალკეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ვავალებთ, რომ რაიონული სამსახურების მეშვეობით, რაც შეიძლება დროულად შეისწავლოს ყველა მსგავსი შემთხვევა, მოგვაწოდოს წინადადებები და ნორმების დაცვით გავატაროთ პასუხიმგებლობასთან დაკავშირებული ზომები”, – განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან, პასუხიმგებლობების გამკაცრებასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე თავის ხედვას წარმოადგენს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.
“ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ცვლილებები აუცილებლად უნდა გავატაროთ და უფრო მეტად უნდა გავამკაცროთ ქალაქში არსებული მდგომარეობა. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც აუცილებლად არის ჩასატარებელი, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ადეკვატურად იქნება ნაპასუხები, ანუ მიეცემა ნებართვა, თუმცა სამუშაო, რაც ითვალისწინებს კომუნიკაციის გაყვანას ან საინჟინრო ქმედებების განხორციელებას, აუცილებლად დროულად უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.