დმანისის სოფელ ზემო ყარაბულახში მაღალტექნოლოგიური ფერმა გაიხსნა, სადაც საფრანგეთიდან ჩამოყვანილი სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვია
28-04-2021, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, შპს „დმანისის მეცხოველეობის“ ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 


„ამ პროექტის მომზადება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინვესტორებთან ერთად, ჩვენი სამინისტრო პირველივე დღიდან იყო პროცესში ჩართული. საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით პროექტი შედგა. საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ, ჩვენი თხოვნით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმოებისა და ბაზრის დეტალური კვლევა დააფინანსა. ამ კვლევის ჩატარების შემდგომ, მაღალი დონის პროფესიონალები ჩაერთვნენ პროექტირებაში და დღეს უკვე გვაქვს ახალი ჯიშის პირველი ლოტი. ეს არის ფრანგული, სალერსის ჯიში, რომელიც საქართველოში შემოვიდა, რომელიც მთის ცივ კლიმატს კარგად ეგუება და დმანისისთვის იდეალურია.

 

 

დმანისში გახსნილ ახალ ფერმაში გამოყენებულია ტექნოლოგიური სიახლეები, მიღწევები და ფრანგული გამოცდილება. ეს პროექტი მეხორცული მიმართულებით სწრაფად განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ ეს მეურნეობა შეძლებს როგორც ადგილობრივი, ასევე არაადგილობრივი ბაზრის ხარისხიანი ხორცით მომარაგებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

„ვფიქრობ, საქართველოს სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ გვსურს, მოვიზიდოთ ფრანგი ინვესტორები, რათა მათ, ინვესტიციების განხორციელებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ.

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „დმანისის მეცხოველეობა“ ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმაა. მათივე ცნობით, ფერმის მოსაწყობად ჯამური ინვესტიცია 10 მილიონი ლარია, მათ შორის, ექვსი მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ფერმა გათვლილია მეხორცული ჯიშის სადედე საქონელზე. დღეისათვის ფერმაში სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვია, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოიყვანეს. ფერმა სრული ციკლის წარმოებისათვის პირუტყვის საკვებსაც აწარმოებს.

 

 

დმანისში, სოფელ ზემო ყარაბულახში ახალი ფერმის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი, კომპანიის ქართველი ინვესტორი არჩილ გიორგაძე, კომპანიის ფრანგი დამფუძნებელი ჟაკ ფლური, რომელსაც საქართველოში აგროინდუსტრიული მიმართულებით საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი