საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
28 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 307 401 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 878-ით გაიზარდა და ის 288 816-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 17-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 4 077-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29 487, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 878, PCR ტესტით - 17 609;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,26%, ბოლო 14 დღის - 4,39%, ბოლო 7 დღის - 4,63%;
სულ აცრილია - 41 801, დღიურად აცრილია - 1 706;
კარანტინის რეჟიმში - 221;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 780;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 707.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.