ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კვირას ჩატარებული მერის არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.
სააკაშვილმა და არჩევნებში დამარცხებულმა მისმა მრჩეველმა, ალექსანდრ ბოროვიკმა მოუწოდეს მხარდამჭერებს, ოდესის საოლქო სასამართლოსთან შეიკრიბონ, სადაც დღეს არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ მათი სარჩელი განიხილება.
როგორც უკრაინული მედია წერს, ცესკო-ს მონაცემებით, 25 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში ოდესის მოქმედმა მერმა, გენადი ტრუხანოვმა გაიმარჯვა, მას არჩევნებში მონაწილეთა 53 %-მა დაუჭირა მხარი.
გენადი ტრუხანოვის მთავარმა მეტოქემ, ალექსანდრ ბოროვიკმა ხმათა 25,7 % დააგროვა. თავად ბოროვიკი აცხადებს, რომ ტრუხანოვმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, ამიტომ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნაა საჭირო.
მიხეილ სააკაშვილის გუნდში აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.