შესაძლოა, იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული, კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომავალ კვირაში აპირებს, საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შევიდეს, რომ ადამიანებს ვაქცინის 2 დოზის მიღების შემთხვევაში შეღავათები ჰქონდეთ. გამყრელიძის განმარტებით, რამდენიმე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს გარე სივრცეში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა, ასევე, მათთვის არ მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა.
„ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის - იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი... რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად აიცრას.
ამაზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი კვირის განმავლობაში, უკვე, დაახლოებით, 15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე სრულად, ორჯერადად აცრილი მოქალაქე. ადამიანებს მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან და შესაბამისად ეს გახმოვანდება. მეტი სტიმულია საჭირო, რომ ადამიანები აიცრან. პანდემია აცრის გარეშე არ დასრულდება და რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო სწრაფად დაესმება წერტილი ეპიდემიას“, - განაცხადა გამყრელიძემ, რომლის კომენტარს „იმედინიუსი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.