წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლობამდე ალიონა ირიციანმა თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, 2012 წელს, როცა მშობლიური სოფლის საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, თბილისისკენ აიღო გეზი, ქართული ენა ძალიან ცუდად, თითქმის არ იცოდა და საქართველოს სახელმწიფო ენის შესწავლა უნივერსიტეტში დაიწყო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს წარმატებით დაამთავრა, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და 2019 წელს ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
როგორც ალიონა ირიციანმა GUARDIAN.GE-ის განუცხადა, მას ძალიან უყვარს თავისი პროფესია და ბავშვებიც დიდ ინტერესს იჩენენ საგნისადმი, მაგრამ პანდემიის პერიოდში სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ვერ ხერხდება მოსწავლეების წაყვანა ექსკურსიებზე და იმ ღირსშესანიშნაობების ადგილზე გაცნობა, რის შესახებაც იგი თავის მოსწავლეებს გაკვეთილებზე უყვება ხოლმე.
ალიონა იმედს იტოვებს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ სკოლების ცხოვრება კვლავ საინტერესო გახდება და მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ატარონ ექსკურსიებზე, გააცნონ ისტორიული ღირსშესანიშნაობები და უფრო მეტად შეაყვარონ საქართველო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.