საქართველოს საჯარო სკოლებში მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირება გრძელდება
29-04-2021, 10:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქვეყანაში გაზრდილი კოვიდსტატისტიკის ფონზე, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ინტენსიური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

 


მათივე ცნობით, გაფართოებული ტესტირების პროგრამის ფარგლებში, რიგით მეექვსე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდა თბილისის 137-ე საჯარო სკოლის თანამშრომლებს – მასწავლებლებს, მანდატურებს, დირექტორს, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

 


„ტესტირების პროცესს სამედიცინო ცენტრი „ციტო“ უზრუნველყოფს.

 


ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, სკოლაში დღეის მდგომარეობით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გრძელდება.

 


აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე არც ერთი კლასი არ იმყოფება და ადგილზე მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

 


სკოლებში კორონავირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით ინფიცირების შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 


სწორედ სკოლებში დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ 2021 სასწავლო წელი მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში დაასრულონ.

 


საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში ტესტირების პროცესს სახელმწიფო უზრუნველყოფს“, – ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი