ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე შეჭირვებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილემ ვლადიმერ ხელაძემ, პირადად გადასცეს შესაბამის ოჯახებს კუთვნილი ნობათი.
სააღდგომოდ სასურსათო პროდუქტები გადაეცათ ასევე, მერიის მიერ შემუშავებული, მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის სოციალური პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებსაც.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახური, მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებს პერიოდულად ახორციელებს და შესაძლებლობის ფარგლებში, საკვები პროდუქტებით ეხმარება სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე შეჭირვებულ ოჯახებს.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.