თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა
29-04-2021, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ჩვენი გმირი ჯარისკაცების, რომლებმაც მსხვერპლისა და თავგანწირვის ფასად, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორი ქვეყნის სახელი დაუმკვიდრეს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, გლობალური მშვიდობის დასაცავად გაწეულმა ძალისხმევამ განაპირობა ის, რომ საქართველო არის უსაფრთხოების არამხოლოდ მომხმარებელი, არამედ მისი მიმწოდებელი ქვეყანაა. „მიმდინარე წელმა მართლაც ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ნატომ, 2021 წელს, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო ამ მისიასაც უდიდესი სიამაყით დაასრულებს, როგორც ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე სამხედრო პერსონალის მიხედვით მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა. 1999 წლიდან მოყოლებული, ნატოს მისიებში აქტიური ჩართულობა, თავდაცვის ძალების განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასთან ერთად, ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

სიტყვით გამოსვლისას უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთო ღირებულებების დაცვის ერთგული რჩება და აშშ-თან, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ყველა არსებულ მექანიზმს გამოიყენებს.

 

 

„ჩვენ არ დავჯერდებით მიღწეულ პროგრესს და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ჩვენი ძალების წვრთნასა და მოდერნიზაციას, რათა სათანადოდ უზრუნველვყოთ სამშობლოს დაცვა და მტკიცედ გავაგრძელოთ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი