ავიაციის მარშალი სერ სტიუარტ ფიჩი: „თქვენი პროფესიონალიზმით, მამაცობით, თავგანწირვითა და ერთგულებით ყველა მოკავშირეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ“
29-04-2021, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეზე, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ალიანსის მიმართ მტკიცე ერთგულებისა და ნატოსთან უნიკალური, ხანგრძლივი პარტნიორობისთვის“, - განაცხადა ნატოს პირველმა სამხედრო პირმა ვაზიანში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობა ქართულ ჯარს პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის მაღალ შეფასებას აძლევს. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მარშალი სერ სტიუარტ ფიჩი საქართველოში სპეციალურად თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეზე დასასწრებად ჩამოვიდა.

 

 

სიტყვით გამოსვლისას მან ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმზე, მამაცობაზე, თავგანწირვასა და ერთგულებაზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებით გამოყო საქართველოს წვლილი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. „გამომდინარე იქიდან, რომ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დასასრულს უახლოვდება და ნატო ავღანეთში თავის შემდგომ მიდგომას განიხილავს, მინდა, ვაღიარო თქვენი წვლილი და მადლობა გადავუხადო საქართველოს. თქვენი მსხვერპლი - ჩვენი მსხვერპლია, თქვენი დანაკარგი - ჩვენი დანაკარგია. ამისთვის, პირადად გიხდით მადლობას თქვენ! მისიაში ყოფნის დროს თქვენ შეიძინეთ მეგობრები, დაიმსახურეთ ერის პატივისცემა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი პროფესიონალიზმით, მამაცობით, თავგანწირვითა და ერთგულებით ყველა მოკავშირეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ. ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე ავღანეთში მრავჯერ ვიზიტის დროს. თქვენ ეს ყველაფერი ღირსეული მიზეზით განახორციელეთ - დახმარება გაგეწიათ სხვებისთვის. ამ ქმედებით კი, სხვებს თქვენი გვერდში დგომის სურვილი გაუღვივეთ, დაიცვან თქვენი საკუთარი თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა. სამშობლოდან შორს ყოფნის მაგალითით სხვებს შთააგონეთ, რომ იდგნენ თქვენს გვერდით“, - განაცხადა ავაიციის მარშალმა სერ სტიუარტ ფიჩმა.

 



ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს მტკიცე პარტნიორობას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის დაპირება საქართველოს მიმართ. „ოც წელზე მეტია ნატო საქართველოს აქტიურად უჭერს მხარს დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის ჩამოყალიბებაში, რომელსაც თანამედროვე, კარგად გაწვრთნილი თავდაცვის ძალები ეყოლება, რომელსაც შესწევს უნარი უზრუნველყოს უსაფრთხოება და წვლილი შეიტანოს გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაში“, - განაცხადა ავიაციის მარშალმა სერ სტიუარტ ფიჩმა სიტყვით გამოსვლისას. მან საქართველოსთან თანამშრომლობის კონტექსტში ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს უფრო გააძლიერებს, კიდევ უფრო განავითარებს ნატოსთან ოპერატიულ ურთიერთთავსებადობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის წინსვლას ალიანსის წევრობისთვის.

 

 

სიტყვით გამოსვლისას ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ნატოს რეაგირების ძალებში საქართველოს წვლილიც აღნიშნა. „საქართველოს მუდმივი ერთგულება ნატოში კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გლობალური სტაბილურობა და უსაფრთხოება ყველა ქვეყნისთვის. თქვენი მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება და დაცულობა, ხელს უწყობს შენი ხალხის უსაფრთხოებისა და დაცულობის შენარჩუნებას“, - განაცხადა მან.

 

 

სიტყვით გამოსვლის ბოლოს ნატოს უმაღლესმა სამხედრო პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ალიანსში გაწევრიანების მიმართ და გამოსვლის ბოლოს აღნიშნა, რომ საქართველოს სახით კარგია მეგობრების ყოლა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი