გეოლოგების მიერ შედგენილ პირველად ინფორმაციას და სამოქმედო გეგმას, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის სოფ. ჟაბეშის ტერიტორიაზე უკიდურესად გართულებული გეოდინამიკური პირობების შესახებ მესტიის მერია ავრცელებს.
"2021 წლის აპრილის თვეში მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახის თემის, სოფ. ჟაბეშის ტერიტორიაზე ადგილი აქვს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რის შედეგადაც დასახლებული პუნქტის ფარგლებში გამდინარე მდ. ჟაბეშის ხევის (მდ. მულხურას მარცხენა შენაკადი) ჭალა-კალაპოტის ზონისა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე გეოდინამიკური სიტუაცია უკიდურესად გართულებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 2021 წლის 27 აპრილს ადგილზე გასვლით მოახდინეს სიტუაციის ოპერატიული შეფასება, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი: აღნიშნული პროცესების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია ტერიტორიის რთული მორფოლოგიური და გეოლოგიური პირობები და მდინარის სათავის ზონაში არსებული მძლავრი მეწყრული სხეული, რომლის გააქტიურებასაც ხელი შეუწყო სამიზნე არეალში, დროის ამ პერიოდისათვის დამახასიათებელმა თოვლის დნობისა და უხვი ატმოსფერული ნალექების (წვიმის სახით) თანხვედრილობამ, რის შედეგადაც მეწყრული მასები გადაიზარდა/ტრანსფორმირდა ღვარცოფულ ნაკადებად, რომელმაც თავის მხრივ მწყობრიდან გამოიყვანა აქ არსებული ინფრასტრუქტურა (სახიდე გადასავლელები) და საშიშროება ექმნება საკარმიდამო ნაკვეთებს და საცხოვრებელ სახლებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ეტაპზე აუცილებელია პირველადი გადაუდებელი ღონისძიებების გატარება, კერძოდ:
სასწრაფოდ გასაწმენდია ღვარცოფული წყალსადინარი მეწყრული უბნიდან დაწყებული, მდ. მულხურას შესართავის უბნამდე, დაახლოებით 800 მეტრის მანძილზე, რათა ყოველ მომდევნო ახალ ღვარცოფულ ნაკადს ტრანზიტის ზონაში დახვდეს თავისუფალი სივრცე;
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კალაპოტის გაწმენდა/ჩაღრმავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს დასახლებულ ტერიტორიას, ასევე ღვარცოფული წყალსადინარისა და მდ. მულხურას შეერთების უბანს, რათა ღვარცოფული ნაკადები უპრობლემოდ განიტვირთოს მდ. მულხურას კალაპოტში;
საჭიროა ადგილობრივი ძალებით დაწესდეს მონიტორინგი (განსაკუთრებით უხვი ატმოსფერული ნალექის მოსვლის შემთხვევაში), რათა სიტუაციის გართულების შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული უარყოფითი შედეგები; - ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები გადაუდებლად არის განსახორციელებელი, ხოლო მომავალში პრობლემის გრძელვადიან პერსპექტივაში გადასაჭრელად საჭირო გახდება შესაბამისი პროექტის საფუძველზე კაპიტალური ღონისძიებების გატარება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.