"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის აზრით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების უკან ხელისუფლება დგას. შესაბამისი განცხადება აბაშიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"ძალიან მძიმე წარსული აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". გვინდა არ გვინდა მასთან ასოცირდება ეს ყველაფერი. ძალიან რთულია შექმნილი სიტუაცია თვითონ მოქალაქეებისთვის, ამიტომ არ შეიძლება ამ კადრების გავრცელება. მე მგონი არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ამის უკან დგას ხელისუფლება - სწორედ ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ ეს კადრები სისტემატურად ვრცელდებოდეს. ამას თვითონ პრემიერ-მინისტრი არ უარყოფს. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და ის უნდა დასრულდეს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.