საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 310 310 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 791-ით გაიზარდა და ის 290 767-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 15-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 4 110-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27 895, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 090, PCR ტესტით - 16 805;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,29%, ბოლო 14 დღის - 4,7%, ბოლო 7 დღის - 4,85%;
სულ აცრილია - 45 338, დღიურად აცრილია - 1 729;
კარანტინის რეჟიმში - 99;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 873;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 749.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.