საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა. ქართული ჯარის საიუბილეო თარიღი ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.
ავღანეთში ნატოს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ხოლო ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე საწვრთნელ მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის ღირსეული წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.