საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთშიც აღნიშნეს
30-04-2021, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს.

 


საიუბილეო ღონისძიება საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ქართული ჯარის საიუბილეო თარიღი 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ტარიელ მახარაშვილმა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მიჩაელ სკარპულამ მიულოცეს. მათ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოს თავდაცვის ძალებს სიძლიერე და წინსვლა უსურვეს.

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ტაქტიკური დაჯგუფება „პოლარული დათვების“ მეთაური, მაიორი რობერტ გრეივსი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული კოალიციური ძალების ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ.

 


თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა ქვედანაყოფის სამხედროებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიების დასასრულს ქართველი მშვიდობისმყოფელები უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი