საქართველოში ორ თვეში კრიზისების მართვის ცენტრი ამოქმედდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ცენტრის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში აქტიურად არის ჩართული ბრიტანელი გენერალი, სერ გარი ჯონსონი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის სფეროში ბრიტანეთის მთავრობის მრჩევლის, სერ გარი ჯონსონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა. მხარეებმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე.
გენერალი სერ გარი ჯონსონი 1990-იან წლებში ევროპაში მოკავშირეთა ჯარებს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი ბალტიის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში მოღვაწეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.