გავლენიანი გამოცემის The Washington Post-ის სარედაქციო ჯგუფი „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ ამბებს ხელისუფლების წინასაარჩევნო რეიტინგის დაცემას უკავშირებს.
„ბიზნესმენმა მის პარტიასთან ერთად გადაწყვიტა ხელში ჩაიგდოს ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელევიზია, რომელიც ხშირად აშუქებს ოპოზიციურ შეხედულებებს“ - წერს გამოცემა და განაგრძობს:
"2012 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელსაც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოჰყვა, რასაც იშვიათად ვხვდებით პოსტ-საბჭოთა ევრაზიაში, საქართველო გადასცდა დემოკრატიული ნორმების ზღვარს. ახალმა მთავრობამ, რომელსაც სათავეში პოპულისტი მილიარდერი უდგას, სცადა დაესაჯა არჩევნებში დამარცხებული ძალა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შეეზღუდა კრიტიკა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში, თუმცა, ამ მცდელობებს ხშირად უშლიდა ხელს დასავლეთის, მათ შორის, ევროკავშირის ზეწოლა, რომელთანაც საქართველომ გასულ წელს ასოციაციის შეთანხმებას მოაწერა ხელი".
თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა.
კვლევა აჩვენებს, რომ მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერა 60 პროცენტიანი მაჩვენებლიდან, რომელიც 2012 წელს იყო დაფიქსირებული, აგვისტოში 14 პროცენტამდე დაეცა და არჩევნები შეიძლება ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისთვის ერთნაირი შედეგით დამთავრდეს. გამოკითხვამ უჩვენა, რომ ქართველებს იმედი გაუცრუა ყველა პოლიტიკურმა ძალამ და შესაძლოა, უმრავლესობამ არჩევნებში მონაწილეობა არც მიიღოს.
გამოცემის ვარაუდით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს პოლიტიკოსებმა, ტელევიზიის მიმართ, განცხადებების გაკეთება.
"ხელისუფლება ამბობს, რომ მას კავშირი არ აქვს სასამართლო დავასთან, რასაც არ ეთანხმება პოლიტიკურ აქტივისტთა უმრავლესობა და საერთაშორისო დამკვირვებლები. ისინი მიუთითებენ ხელისუფლების მიერ სასამართლოზე მომხდარი ზეგავლენის შემთხვევებზე. მათი სკეპტიციზმი გაამყარა ბიძინა ივანიშვილის მიერ გასულ კვირას მიცემულმა ინტერვიუმ, სადაც მან ტელევიზიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "პროპაგანდისტული მანქანა" უწოდა. პრემიერი ღარიბაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია „კრიმინალური ორგანიზაციაა'", რომელსაც „უფლება არ აქვს, დარჩეს პოლიტიკაში." - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა ქიბარ ხალვაშზეც წერს და მოვლენების განვითარების ამგვარ ვერსიაზე საუბრობს: „რუსთავი 2“-ის დირექტორი ამბობს, რომ თუკი, სამაუწყებლო კომპანია ხელისუფლების მოკავშირეს - ქიბარ ხალვაშს გადაეცემა, ქვეყანაში პლურალიზმი სასიკვდილოდ იქნება განწირული. ბატონი ხალვაში, რომელმაც ტელევიზია წლების წინ გაყიდა, ცდილობს სასამართლოს გარიგება შეაცვლევინოს. სამოქალაქო საზოგადოება და მედიაორგანიზაციები გაერთიანდნენ ამ ქმედების წინააღმდეგ და აცხადებენ, რომ "ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველა კრიტიკულ და საწინააღმდეგო აზრს მედიაში“.
გამოცემა საქართველოს პრეზიდენტზეც წერს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი უკვე გაემიჯნა ბიძინა ივანიშვილს და „რუსთავი-2“-ის საკითხზე შექმნილ დავას „კონსტიტუციური წესრის საფრთხის შემცველი“ უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.