საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართული ხორცის შეძენაზე ტენდერს აცხადებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ხიდაშელმა თქვა, უახლოეს მომავალში ქართულ ჯარს თანდათანობით, სრულად გადაიყვანენ ქართულ კვებაზე.
"დღეს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. მარტო მიმდინარე წელს 6 მილიონი არის დახარჯული ხორცზე და მთლიანად ამ პროდუქტის შესყიდვა ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან, ძირითადად ინდოეთი იყო მომწოდებელი, მაგრამ ასევე იყო სხვა ქვეყნები.
ჩვენი ამ ინიციატივის ფარგლებში, ამოცანა არის ძალიან მარტივი - ერთი მხრივ, ქართულ ბიზნესს დავეხმაროთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს და მეწარმეებს, ვინც ქვეყანაში ამ ბიზნესით არის დაკავებული და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ქართველ მწარმოებლებს. ყველას მინდა ვთხოვო მაქსიმალური აქტივობა გამოიჩინონ. ამ წუთას ტენდერი ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა მომავალი წლიდან ის უკვე მთელ საქართველოს დაფარავს. ჩვენ თანდათანობით, წლის ბოლომდე სხვა დანარჩენ პროდუქტებზეც, რომელიც იწარმოება საქართველოში, ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს მხოლოდ ქართველი მეწარმეებისთვის", - განაცხადა ხიდაშელმა და დააკონკრეტა, რომ ტენდერი ცხადდება საქართველოში ხორცის მწარმოებლებისათვის და არა იმ ქართველ მეწარმეებზე, რომლებსაც ეს პროდუქტი უცხოეთიდან შემოაქვთ.
ხიდაშელი მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, ყველამ მიიღოს ტენდერში მონაწილეობა. მინისტრის ინფორმაციით, 2014 წელს ქართულმა ჯარმა 460 ტონა ხორცი მოიხმარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.