თამარ გაბუნია: „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია
04-05-2021, 14:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი მომხრეა, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ასაკობრივი განაწილების არსებული რეჟიმი ჯერჯერობით შენარჩუნდეს, ხოლო „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია, რომ პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს.

 


„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ასაკს რაც შეეხება, 55 წელი შევარჩიეთ. ევროპის რეგიონში 10-12 ქვეყანაა, რომელიც ამ ასაკობრივ ზღურბლს ირჩევს. გასულ კვირას იყო მსჯელობა კლინიკურ ჯგუფში. ჯგუფი ჯერჯერობით ისევ იმ პოზიციას ემხრობა, რომ შევინარჩუნოთ 55 წლის ზემოთ ასაკი. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან დამატებითი რეკომენდაციები თუ იქნება, ექსპერტთა ჯგუფი ჩვენთანაც გადახედავს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 


რაც შეეხება „სინოფარმს“, გაბუნიას თქმით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია, რომ პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია.

 


„რაოდენობა ადგილებისა, რომლებიც იყო გამოყოფილი, პრაქტიკულად შეივსო, განსაკუთრებით თბილისში. ამ კვირაში, დღეს-ხვალ ვიმსჯელებთ და დავამატებთ დაწესებულებებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია, რომ პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია. ანაფილაქსიასთან დაკავშირებული რისკები პრაქტიკულად გამოხატული არ არის. ამდენად, ამბულატორიულ ქსელში „სინოფარმით“ ვაქცინაცია უსაფრთხოდ არის შესაძლებელი. სწრაფი მოცვისთვის ადგილები დაემატება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი