ეს ისტორია, პატარა მოთხრობის სახით, „იმერეთის დედოფალი მარიამი“, კორნელი ბოროზდინმა 1903 წელს დაბეჭდა გაზეთ „ივერიაში“
04-05-2021, 19:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 ფოტოზე: მწერალი ბოროზდინი

 

იმერეთის დედოფალი მარიამი 1815-20 წლებში პეტერბურგში განმარტოვებით ცხოვრობდა ხის სახლში. ტანთ ქართულად ეცვა. ყოველ კვირა დღეს ალექსანდრე ნეველის ლავრაში დადიოდა. ჰყავდა სამშობლოდან წაყვანილი რამდენიმე მოსამსახურე, რომლებიც მოწიწებით და სათნოებით ექცეოდნენ. თეთრი ატლასის კაბაზე ატარებდა წმ.ეკატერინეს ორდენს. დედოფალს იმპერატრიცა ძალიან ეფერებოდა და ხელმწიფეც მოწყალედ ეპყრობოდა, მაგრამ ღიმილი მაინც იშვიათად ეტყობოდა.

 

 

სოლომონ მეფის და გენერალ ციციანოვის მოლაპარაკების შედეგად (ამ მოლაპარაკებაში კავკასიის მომავალი მთავარმართებელი, იმჟამად პორუჩიკი ვორონცოვიც მონაწილეობდა) მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ამ შეთანხმების მიუხედავად სოლომონმა საიდუმლო მიმოწერა გააბა ახალციხის ფაშასთან, რაც ცნობილი შეიქნა რუსეთისთვის. მთავარმართებელი ტორმასოვი იმერეთის მეფეს ტფილისში იწვევს და პეტერბურგიდან რეკომენდაციების მიღებამდე, მტკვრის პირას მდებარე ორბელიანთა სახლში საპატიო შინაპატიმრად იტოვებს. ცოტა ხნის შემდეგ სოლომონმა გადაიცვა მისი ერთგული მსახურის გლეხი ივანე სარალიძის ტანისამოსი და გაიპარა ტფილისიდან. ამისათვის მეფის ერთგული მსახური ივანე სარალიძე ციხეში ჩასვეს და ციმბირს გადაკარგეს. დააპატიმრეს მრავალნი და იმერეთში აჯანყების სურვილიც მალევე გააქრეს. დედოფალი მარიამი დიდი პატივით წააბრძანეს ჯერ მოსკოვს, შემდეგ პეტერბურგს.

 


ოსმალებმა სოლომონ მეფეს ,,დაუფასეს“ ,,ერთგულბა“ და მცირეოდენი პენსია დაუნიშნეს, ბინა გამოუყვეს ტრაპიზონს, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1815 წელს.
დედოფალმა მწარედ განიცადა საყვარელი მეუღლის სიკვდილი. თავიანთი შვილები არ შერჩათ და სხვისას ზრდიდნენ, როგორც თავისას. ერთი მათგანი ობოლი აზნაურიშვილი გეგიძე იყო, რომელიც თავადმა მაჭუტაძემ მიჰგვარა უშვილო სამეფო ოჯახს.

 


პეტერბურგში რუსეთის იმპერატრიცისა და იმპერატორის მარიამ დედოფალთან ერთ-ერთი სტუმრობისას, დედოფალმა მუხლმოდრეკით შესთხოვა იმპერატორს ივანე სარალიძითვის პატიება. ეს ისეთი სიტყვებით უთქვამს, რომ იმპერატორს ცრემლი მოგვარა და დაპირებაც ჩამოართვა, მაგრამ ივანე სარალიძის ადგილსამყოფელის დაუდგენლობით იმპერატორის დაპირების აღსრულება კარგა ერთი წელი ვერ შესრულდა.

 


ერთ დღესაც მარიამს ვიღაც გლახა მოხუცი ეწვია, რომელშიც დედოფალმა ივანე სარალიძე ამოიცნო. მხურვალე შეხვედრის და ვახშმის შემდეგ, ივანემ აბანოც მიიღო და მისთვის განკუთვნილ ოთახში მოისვენა. დილით კი გულის ფრიალით გარდაცვლილი ნახეს. ეტყობა ემოციას ვერ გაუძლო ჯანგაწყვეტილმა კაცმა. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში მარიამიც გარდაიცვალა, მისმა გულმაც ვერ გაუძლო ბოლო ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ დარდს.

 


ეს ამბავი თავისი დის, მარიამის შესახებ უკვე მოხუცებულმა, უგანათლებულესმა თავადმა გრიგოლ დადიანმა უამბო რუსს პროზაიკოსს და მემუარისტს კორნელი ბოროზდინს. გვამცნობს პ.ცხვილოელის 1894 წლის პუბლიკაცია.

 


P.S. ეს ისტორია, პატარა მოთხრობის სახით, „იმერეთის დედოფალი მარიამი“, კორნელი ბოროზდინმა 1903 წელს დაბეჭდა გაზეთ „ივერიაში“.

 


ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი