საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
5 მაისის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 315 913 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 074-ით გაიზარდა და ის 296 532-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 24-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 4 207-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27 648, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 912, PCR ტესტით - 11 736;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,05%, ბოლო 14 დღის - 5,33%, ბოლო 7 დღის - 7,85%;
სულ აცრილია - 47 949, დღიურად აცრილია - 2 564;
კარანტინის რეჟიმში - 84;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 289;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 744.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.