კახა კალაძის განცხადება რატომ თქვეს უარი "სოკარზე" და რატომ თანამშრომლობენ ინტენსიურად "გაზპრომთან"
28-10-2015, 06:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, კომპანია "სოკარს"დამატებითი კომერციული მოცულობის შემოტანის შესაძლებლობა არ გააჩნია და აღნიშნულის გამო მიმდინარეობს მოლაპარაკებები "გაზპრომთან", - ამის შესახებ კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.


"სოკარს" პრობლემა არ აქვს მიაწოდოს ბუნებრივი აირი მოსახლეობას და უზრუნველყოს სრულიად. რაც შეეხება დამატებით კომერციულ მოცულობებს, გასული წლების განმავლობაშიც შემოგქონდა დამატებითი კომერციული გაზი რუსეთიდან, იმიტომ რომ "სოკარს" არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა", - განაცხადა კალაძემ.


რაც შეეხება "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მილანში გამართულ მორიგ შეხვედრას, მინისტრის თქმით, დეტალებზე შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.


"კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა შედგა იტალიაში. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საუბარია ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე. შესაბამისად, ჩვენ გვინდა მეტი შემოსავალი მივიღოთ და დამატებით მივცეთ შესაძლებლობა კომერციულ სტრუქტურებს, შემოიტანონ ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი