120 ევროპარლამენტარი მოუწოდებს ევროკავშირს აზერბაიჯანზე ზეწოლა გაზარდოს
05-05-2021, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

120 ევროპარლამენტარი მოუწოდებს ევროკავშირს გაზარდოს ზეწოლა აზერბაიჯანზე, რათა ბაქომ შარშან მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეები გაათავისუფლოს. შესაბამის წერილში ევროდეპუტატები ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს მიმართავენ.

 


მათი თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შარლ მიშელმა და ჟოზეფ ბორელმა ყველა ღონე უნდა იხმარონ და აზერბაიჯანს მოსთხოვონ საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვა.

 


ევროდეპუტატების თქმით, აზერბაიჯანში დარჩენილი სამხედრო ტყვეების რაოდენობის განსაზღვრა რთულია, რათა აზერბაიჯანული მხარე თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

 


„თუმცა, ამ ტყვეებს შორის არის 72 პირი, რომელთაც დაკავებასაც აზერბაიჯანი ადასტურებს, 112 ადამიანი, რომელთა შესახებ ინფორმაციის გაცემაზე აზერბაიჯანმა უარი თქვა და 61 პირი, რომელთა დატყვევებასაც ბაქო უარყოფს, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები სხვა რამეზე მიუთითებს“, – ნათქვამია ევროდეპუტატების წერილში, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

 


აზერბაიჯანში ამტკიცებენ, რომ სომხეთს ყველა სამხედრო ტყვე უკვე გადასცეს. ამავე დროს ბაქოში ადასტურებენ, რომ ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ მათ რამდენიმე პირი დააკავეს.

 


ბაქოში ამტკიცებენ, რომ ეს რუსეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება ამ პირებზე არ ვრცელდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ადამიანები ტერორიზმსა და საბოტაჟის მცდელობაში არიან მხილებულნი და ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი