საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე სისხლიან მოვლენებს შეერთებული შტატებიდან გამოეხმაურა. უკრაინულ "მე-5 არხთან" პირდაპირ ეთერში ჩართვისას მან განაცხადა. რომ პუტინმა უკრაინაში სისხლიანი დარბევის უფლება 2 მილიარდად იყიდა.
"ეს არის არა ანტიტერორისტული ოპერაცია, არამედ ევროპის ცენტრში ახალი ტიანანმენი ეწყობა. თავის დროზე, ჩინეთში, ტიანანმენის მოედანზე, ასევე თავს დაესხნენ დემონსტრანტებს, მაგრამ ეს არ არის ჩინეთი, აქ ევროპის ბედი წყდება. მე ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინმა იმ ორი მილიარდით, რომელიც გადაუხადა იანუკოვიჩს მიმდინარე კვირას, იყიდა უკრაინის სუვერენიტეტი, უფლება დემონსტრაციის სისხლიან დარბევაზე და იმ ქმედებებზე, რაც კიევში ხდება. რა თქმა უნდა, არც ერთი ხელისუფლება არ ღირს იმად, რომ მას ჩაებღაუჭო და საკუთარ ხალხს ესროლო. როდესაც ჩვენთან ქუჩის აქციები იყო, 2007 წელს, მე გადავდექი თანამდებობიდან. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი თქვა უკრაინის სუვერინიტეტზე, პირდაპირ ექვემდებარება რა მოსკოვიდან ბრძანებებს", - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინულ არხზე პირდაპირი ჩართვისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.