ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს უთხრა: განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა; გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ
05-05-2021, 20:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთობლივი პროექტები და ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულება ორ ქვეყანას აძლევს მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ერთობლივი პროექტები გახორციელდეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს.

 

 

„მე მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. როგორც აღვნიშნე, ეს არის ჩემი შეიძლება ასე ითქვას, პირველი ოფიციალური ვიზიტი რეგიონში, მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად. მანამდე ვიყავი ოფიცალური ვიზიტით ბრიუსელში. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ. ჩვენ გვავს განსაკუთრებული მეგობრობა თქვენი ხალხის, თქვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემას და ძმობას. შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ალიევთან. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. განვიხილეთ კიდევ ერთხელ ის ისტორიული პროექტები, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა განახორციელეს ბოლო წლების განმავლობაში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ძალიან სტაბილურ და მდგრად ურთიერთობებს პარტნიორობას და მეგობრობას. განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ. ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ჩვენი ერთობლივი პროექტები გვაძლევს მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ ერთად, რა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი