რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი 2 ზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება
06-05-2021, 13:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორ ზოლიანი მონაკვეთი უკვე წელს შემოდგომაზე გაიხსნება. ეს არის პირველი შედეგი იმ გარდამტეხი ფაზისა, რომელიც ამჟამად გვაქვს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე. ზოგადად, რიკოთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობისას ყველაზე გამომწვევი და ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია და შარშან გახსნილ ჩქაროსნული მაგისტრალის 70 კმ-იან მონაკვეთს, რომელმაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 საათით დაგვაზოგინა, წელს დაემატება რიკოთის 2.5 კმ-იანი მონაკვეთი. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს გადაადგილებას, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით“, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის საუღელტეხილო გზის სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

 


მინისტრმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა, ამ მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან სამუშაოები მიმდინარეობს 18 გვირაბზე და გაჭრილია 2 გვირაბი. ხოლო 37 ხიდიდან სამუშაოები 27 ხიდზეა დაწყებული, საიდანაც 4 ხიდზე უკვე დასრულდა მალის ნაშენისათვის წინასწარდაძაბული რკინა-ბეტონის კოჭების დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები.

 


ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის 732 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 


რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობს 67 ხიდზე - 96 ხიდიდან და 43 გვირაბზე - 53 გვირაბიდან, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 70-80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.

 


რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს, უკვე გაჭრილია 6 გვირაბი და მიმდინარეობს მათი მოსახვის (მოპირკეთების) სამუშაოები, ხიდებზე კი, დაწყებულია გამაერთიანებელი ფილებით გამონოლითების პროცესი, რის შემდეგაც უკვე გზის საფარი მოეწყობა.

 

 

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი