პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ - ფარგლებში, კომისიამ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია
06-05-2021, 19:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ქუთაისში ჩატარებულ პირველ სხდომაზე იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია.

 

წინადადებები იმერეთის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს, შერჩეული არეალების განვითარებისთვის შესაბამისი პროექტების/ესკიზების შემუშავება კი უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ

 

კომისიის მიერ შერჩეული არეალებია

 

საჩხერე - ქალაქის ცენტრალური ნაწილი (მუხრან მაჭავარიანის ქუჩა და სხვა)

 

ქუთაისის, წყალტუბოს და ვანის ურბანული განახლების დოკუმენტაცია/პროექტები

 

ჭიათურა - ქალაქის ცენტრალური ნაწილი (9 აპრილის ქუჩა და სხვა)

 

თერჯოლა - ქალაქის ცენტრალური უბანი (რუსთაველის ქუჩა)

 

ქუთაისი - ფალიაშვილის ქუჩა და ცენტრალური ბულვარი

 

ბაღდათი - აკაკი წერეთლის და ვაჟა-ფშაველას ქუჩები

 

სამტრედია - თამარ მეფის ქუჩა და მიმდებარე სკვერი

 

ვანი - თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩები

 

ხონი - ჭანტურიას და მოსე ხონელის ქუჩები

 

ზესტაფონი - დავით აღმაშენებლის ქუჩა

 

ტყიბული - კოსტავას და გამსახურდიას ქუჩები

 

წყალტუბო - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა

 

ხარაგაული - სოლომონ მეფის ქუჩა

 

 

კომისიის პირველ სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი