იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, თანამშრომლებთან ერთად, „სინოფარმის“ ვაქცინიით აიცრა
07-05-2021, 11:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე აკაკი საღინაშვილთან და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებთან ერთად, „სინოფარმის“ ვაქცინიით აიცრა.

 

 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ვაქცინაციის შესაძლებლობა სამინისტროს იმ სამსახურების თანამშრომლებს მიეცათ, რომელთა საქმიანობა სერვისების მიწოდებას უკავშირდება და რომელთაც სამუშაოს ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ასეულობით მოქალაქესთან აქვთ კონტაქტი. მათ რიცხვში არიან იუსტიციის სახლის, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც „სინოფარმით“ აცრის სურვილი თვითონ გამოთქვეს.

 

 

ვაქცინა, ერთი მხრივ, იუსტიციის სახლისა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს დაიცავს „კოვიდ-19“-ისაგან, მეორე მხრივ კი, ამ უწყებების სერვისებს მოქალაქეებისათვის კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის – იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისულ მომხმარებლებს მომსახურებას ვაქცინირებული თანამშრომლები გაუწევენ და ვირუსით დაინფიცირების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

 

ვაქცინაცია ჩაუტარდათ სპეციალური პენიტენციური სამსახურის როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონში მომსახურე თანამშრომლებს.

 

 

როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, სისტემა, წელიწადზე მეტია, ეფექტურად ებრძვის კორონავირუსის გავრცელებას მსჯავრდებულებში. სწორედ ამის შედეგია ის ფაქტი, რომ ბოლოს ჩატარებული ინტენსიური „პისიარ“ ტესტირების ფარგლებში საქართველოს ციხეებში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი