დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა, რომ განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის.
„ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. კვლევაში კვლავ არის რამდენიმე ათეული შემთხვევა. ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აცრის შემდეგ ადამიანი დაინფიცირდა.
მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები სწავლობენ, თუმცა, გამყრელიძის განცხადებით, თითქმის ყველასთან ეს ინფექცია წავიდა საკმაოდ მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უსიმპტომოდ.
7 მაისის მდგომარეობით, საქართველოში სულ 54 687 ადამიანია აცრილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.