საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობასა და ცალკეულ პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს , რომ სასამართლოსადმი გაკეთებული განცხადებებისას კორექტულები იყვნენ.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არ შეიძლება, ვინმემ სასამართლოს მოუწოდოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს.
"მე კატეგორიულად ვერ მივიღებ ვერანაირ კრიტიკას, რომ "რუსთავი 2"-ის პროცესებში ჩვენი მთავრობა არის რაიმე ფორმით ჩართული. სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, მიიღოს თავისუფალ გარემოში დამოუკიდებელი, ობიექტური გადაწყვეტილება. ყველა, განურჩევლად თანამდებობისა, თუ სხვადასხვა პრივილეგიისა, ვალდებულია, დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის. ეს არის ჩემი პოზიცია და მინდა ყველას - პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას მოვუწოდო, რომ სასამართლოსთან მიმართებაში ვიყოთ კორექტულები", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.
"მეც შეიძლება ოდესმე დამიშვია შეცდომები და ემოციურად მითქვამს რაიმე ამა თუ იმ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - ეს ძირითადად ეხებოდა უფრო კრიმინალურ საქმეებს. როგორ შეიძლება მოსამართლეს მოუწოდო, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს? ეს არ არის, მეგობრებო, ჩვენი საქმე. ეს არის დამოუკიდებელი, ობიექტური სასამართლოს საქმე", - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.