საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს
07-05-2021, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ემყარება.

 


ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

 


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბოლო დროს რუსეთის სამხედრო გააქტიურებაზე საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 


საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა, რათა უფრო მეტად განვითარდეს და გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა.

 


მხარეებმა იმსჯელეს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნეს, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელი კოლეგა, მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი