ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
„ჯანმომ გადაუდებელი გამოყენების ჩამონათვალში Sinopharm-ის ვაქცინა შეიყვანა. ის მეექვსე ვაქცინაა, რომელმაც მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით“, - განაცხადა ღებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ, ჩინური ვაქცინა „კოვაქსის“ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც ვაქცინებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მომარაგებას ითვალისწინებს.
საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს, მისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭებამდე დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.