ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა სუმბატ კიურეღიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა, მერის მოადგილეებმა - ალექსანდრე მიქელაძემ და არტავაზდ ტონოიანმა, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებმა, საკრებულოს დეპუტატებმა და მერიის შპს- ებსა და ა(ა) იპ - ების ხელმძღვანლებმა ქ. ნინოწმინდის პარკში და ხოჯაბეკის პარკში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.