გიორგი მეთორმეტეს მეფედ კურთხევა
09-05-2021, 19:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერეკლეს შვიდი ვაჟი დარჩა, რომელთა შორის უფროსი გიორგი მიეცა პირველი ცოლისგან. საქართველოში სამეფო ტახტი მამიდან შვილზე გადადიოდა თუმცა ამის შესახებ რაიმე დოკუმენტი არ ყოფილა შედგენილი. ტახტი ზოგჯერ ძმებზეც გადასულა... ერეკლეს ცოლი დარეჯანი ცდილობდა, რომ გერი არ გამეფებულიყო და ტახტი მის შვილებს დარჩენოდათ. დარეჯანს დიდი ნათესაობა ჰყავდა, რომელიც ორმოცდაორი პირისგან შედგებოდა, ამიტომ მისი დასი ძლიერც იყო. უკანასკნელ წლებში ერეკლეს ხანდაზმულობის და სნეულობის გამო სახელმწიფოს დარეჯანი განაგებდა. მან და მისმა მომხრეებმა გადაწყვიტეს, რომ თუ გიორგი გამეფდებოდა მისი სიკვდილის შემდეგ მისი მომდევნო ძმა გამეფებულიყო. ამის შესახებ შედგენილ იქნა ანდერძის მსგავსი ოქმი რომელიც მოხუცმა ერეკლემ დაამტკიცა, როგორც თვით ამბობდა თავისი ნების წინააღმდეგ. ,,ის წერილიო-სწერს ერეკლე გიორგის, დაწერილ იქნა ჩემგან ნებართვის აუღებლად, ის ნამდვილი არაა და არაფრად შესარაცხია. მერწყმუნე მე და ერწყმუნე ღმერთსა, გეფიცები ჩემ მშობელს თეიმურაზს, მე იმ წერილის თანახმა არ ვარ. როდესაც ეს ომიანობა გაივლის (ხოჯას შემოსევა), როგორც რიგია ისე მოვიქცევი, დაგარწყმუნებ ღვთის სახელით, რომ შენს უფლებას არ დავარღვევ და უწინდელ წერილს, რომელიც ძმებს მივეცი გავაუქმებ“. მაგრამ მან ვეღარ მოასწრო ამ წერილის გაუქმება. ტფილისის ომის და შავი ჭირის შემდეგ დარეჯანის მომხრეებმა ერეკლეს ჩააგონეს, რომ მას გიორგი თელავიდან სატახტო ქალაქში გააგზავნინეს, რითაც მამა შვილი ერთმანეთს დააცილეს.

 


გიორგის ტფილისში შესვლისას ქალაქი წარმოადგენდა ქვებისა, ფერფლის და დამწვარის სხეულების გროვას; ყველგან გაისმოდა კვნესა და ოხვრა შიმშილით და შავი ჭირით მომაკვდავთა. გიორგიმ ტფილისი ცოტა ფეხზე წამოაყენა, თვითონ ადგილზე დარჩა თავისი შვილი დავითი კი ბორჩალოში გაგზავნა, რომ თავიანთ ადგილზე დაებრუნებინა ყაზახის, შამშადალის და ბორჩალოს ტომნი, რომლებიც გიორგის საბატონიშვილო მიწაზე ცხოვრობდნენ. მათ გარდა უნდა დაებრუნებინა ახლოს გახიზნული ხალხიც. გიორგიმ ბრძანება გასცა ბლომად მოეტანათ ხორბალი ყარსის საფაშოდან და იმ ადგილებიდან რომელთაც მტრის ხელი არ შეხებიათ. ტფილისში ცოტა ხნის ყოფნის შემდეგ გიორგი გაემგზავრა სალაოღლში, ყაზახის აღალარებთან (მემამულეები), სადაც იგი დიდი პატივით მიიღეს. იქ ყოფნისას გაიგო რომ მეფის სიკვდილის ამბავი, ბრძანა მოეტანათ ჯვარი და სახარება, მოეწვიათ იქ მყოფი მოხელეები. ამათ გარს შემოერტყა შეიარაღებულ აღალართა რაზმი. გიორგიმ შეთავაზა ერთგულების ფიცის დადება. მისმა მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა გადახედეს შეიარაღებულებს და ყველამ ფიცით დაუმტკიცა ერთგულება. პირველმა ფიცი ივანე ბაგრატიონ-მუხრანელმა დადო. ბორჩალოელებმაც ადვილად შეჰფიცეს. შემდეგ გიორგიმ ერთგულების ფიცი მიიღო გორში შეკრებილი თავადებისა და ხალხისგან. ამ ერთგულების ფიცის დადების შემდეგ დარეჯანის დასი მიხვდა რომ დამარცხდნენ, მაგრამ იმაზე ფიქრობდნენ რაიმე სარგებელი მაინც გამოეტანათ. ამიტომ, დედოფალ დარეჯანის განკარგულებით, მოედანზე სასახლის წინ შეგროვდნენ სახელმწიფო მოხელენი და უპატივცემულესი სასულიერო პირნი. ერეკლეს მდივანი თავადი სულხან თუმანიშვილი გამოვიდა სასახლიდან და მიმართა შეკრებილთ: ,,ჩვენ გამოგზავნილი ვართ დედოფლისგან და უწმინდესი კათოლიკოსისგან იმის გამოსაცხადებლად, რომ ისინი თანახმანი არიან აღიარონ გიორგი საქართველოს მეფედ, მაგრამ დარეჯანს უნდა დარჩეს დედოფლის წოდება და არა გიორგის მეუღლესო. თანახმა ხართ?" ყველა სდუმდა! ბოლოს ხალხს გამოეყო მთავარეპისკოპოსი ხატჭაშნელი (ჩოლოყაშვილის გვარისა) და თქვა: ,,მითხარით რას უძახიან ცოლს აქაური გზირისას?"- ,,გზირის ცოლსა, მიუგეს". - ,,მაშ ამის მერე როგორ გნებავთ რომ მეფის ცოლს დედოფალი არ ერქვეს?!" დარეჯანი მიხვდა, რომ საქმე მის სასარგებლოდ არ გადაწყდება და შვილებითურთ სცნო გიორგი მეფედ, რომელსაც წერილიც გაუგზავნა მისი და მისი ვაჟების ბეჭდებით დასმული. ამის შემდეგ გიორგიმ და დარეჯანმა ერთად დაიტირეს ერეკლეს ცხედარი და წაასვენეს თელავიდან მცხეთას.

 


თელავში ყოფნისას გიორგიმ ბრძანება გასცა შემოერეკათ ხალხი სამეფო სახლის დარბაზში, წინააღმდეგთ თვალების დათხრა აღუთქვა და კართან დარაჯი დააყენა. მიიღო ერთგულების ფიცი და მეორე დღეს საკრებულო ტაძარში გიორგი გამოცხადებულ იქნა საქართველოს მეფედ, გიორგი მეთორმეტის სახელდებით. მანამდე კი, არეულობის ჟამს ეკლესიებში წირვა ლოცვა არ სრულდებოდა, რადგან სასულიერო წოდებამ არ იცდა ვინ მოეხსენებინა მეფედ. მხოლოდ თელავის საკრებულოს ეკლესიაში კანდელაკი ატარებდა მსახურობას ასეთი სიტყვებით ,,მოიხსენიოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა ის, ვინც ჩვენს მეფედ გახდება“.

 


მართალია გიორგიმ გაიმარჯვა მაგრამ იძულებული იქნა მამის მიერ ხელმოწერილი ოქმი ეცნო. დარეჯანს დაუტოვა ადგილ-მამული რომელიც წესით დედოფალ მარიამს უნდა გადასცემოდა. დარეჯანმა შერიგების ნიშნად გიორგის ყველა სამეფო საგვარეულო ნივთები და საგვარეულო მოჭედილი ხატები გაუგზავნა. მეფემ მხოლოდ ხატები დაიტოვა, დანარჩენი უკან დაუბრუნა. გარეგნულად სიმშვიდე დამყარდა ქვეყანაში.

 


ბატონიშვილი ალექსანდრე ვერ შეირიგა, რაშიც გიორგიმ დარეჯანზე მიიტანა ეჭვი. ჩამოართვა სოფლები და თავის მეუღლეს გადასცა. იმერეთში გაქცეულ ალექსანდრესაც ჩამოართვა საუფლისწულო და სხვა ძმებსაც შევიწროება დაუწყო.

 


გიორგი მეფეს ეშინოდა სპარსეთის ახალი შემოსევის და მფარველობის მიზნით ხონთქართან ორბელიანი გაგზავნა. ორბელიანი ახალციხის ფაშასთან ელოდებოდა ხონთქართან შეხვედრის ნებართვას, რა დროსაც ტფილისში რუსეთიდან მოვიდა გიორგი მეფის ძე დავითი, რომელიც ერეკლეს დროს იყო გაგზავნილი და იქ მსახურობდა კიდეც. მან დაარწყმუნა გიორგი რომ რუსეთის იმპერატორი მოწყალე თვალით უცქერის საქართველოსო. ამის გამო გიორგი მეფემ საიდუმლოდ უკუიხმო ახალციხიდან ორბელიანი. გიორგის თხოვნას ხონთქრამდე არც მიუღწევია.

 

 

ედიშერ ოდიშარია,

 

მომზადებულია მე-19 საუკუნის პუბლიკაციის მიხედვით

 

კომენტარები: 474
#474   Larae
      
References:


No verification payid pokies australia chardnest6.bravejournal.net
29 სექტემბერი 2026 15:55
#473   Josie
      
References:


Top payid pokies australia fast withdrawal pokies australia
payid
26 სექტემბერი 2026 04:37
#472   Gina
      
References:


Online pokies payid no deposit http://proect.org/user/marbletop1/
25 სექტემბერი 2026 22:56
#471   Morris
      
References:


Top sofort casinos https://xs.xylvip.com
24 სექტემბერი 2026 19:46
#470   Carina
      
References:


Bezahlen mit sofort casino https://bbs.kxwh.cn
24 სექტემბერი 2026 15:12
#469   Giselle
      
References:


Live casino sofortüberweisung forum.xingsi.org
24 სექტემბერი 2026 03:54
#468   Denise
      
References:


Beste Sofortüberweisung Casinos http://wou.malaysia2host.com/home.php?mod=space&uid=341994
23 სექტემბერი 2026 16:10
#467   Epifania
      
References:


Casino sofortüberweisung ohne anmeldung alfa-power.de
23 სექტემბერი 2026 15:03
#466   Burton
      
References:


5 dollar deposit pokies payid instant payid
withdrawal pokies australia
23 სექტემბერი 2026 10:53
#465   Justin
      
References:


Seriöse sofort casinos https://www.wulanbatuoguojitongcheng.com/
23 სექტემბერი 2026 10:10
#464   Rosaria
      
References:


Sofortüberweisung casino auszahlung https://docs.monadical.com
23 სექტემბერი 2026 04:20
#463   Eric
      
References:


Online slots sofortüberweisung sofort casinos
23 სექტემბერი 2026 02:44
#462   Dario
      
References:


Willkommensbonus sofortüberweisung https://adamsen-carstensen-2.mdwrite.net
22 სექტემბერი 2026 22:43
#461   Irwin
      
References:


Casino mit sofortiger auszahlung mensvault.men
22 სექტემბერი 2026 20:10
#460   Cory
      
References:


Neue Online Casinos mit Sofort https://bbs.pku.edu.cn
22 სექტემბერი 2026 16:01
#459   Makayla
      
References:


Sofort Casino Willkommensbonus online
sofortüberweisung casino
22 სექტემბერი 2026 11:54
#458   Shasta
      
References:


Casino mit klarna sofortüberweisung http://madk-auto.ru/user/gaspie2/
22 სექტემბერი 2026 05:39
#457   Jaxon
      
References:


Online Casino Klarna https://diigo.com/013isbt
22 სექტემბერი 2026 03:07
#456   Kit
      
References:


Secure wire transfer casino australia fzquan8.cn
21 სექტემბერი 2026 00:37
#455   Shanna
      
References:


Wire transfer casino VIP Australia gitlab.keysmith.bz
20 სექტემბერი 2026 22:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 24წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი