სალომე ზურაბიშვილმა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, ასევე მაკედონიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
10-05-2021, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა.

 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური სირთულეები და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა.

 


„საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესახებ.

 


სალომე ზურაბიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაზე, ადამიანთა გატაცებაზე, უკანონო პატიმრობასა და ზაზა გახელაძის შესახებ.

 


შეხვედრისას საუბარი შეეხო 14 ივნისს დაგეგმილ ნატო-ს სამიტს, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით ჩრდილოეთ მაკედონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს ასევე, რეგიონსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნეს, რომ დეესკალაციისთვის საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის, ნატო-სა და ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობა არაკონფრონტაციული ფორმით. საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი