სალომე ზურაბიშვილი: ევროატლანტიკური მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია; ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის სურვილს, რომ გაგვიზიაროს გამოცდილება
10-05-2021, 17:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკვე წელზე მეტია, მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს, კრიზისმა ყველაზე მეტად პატარა ქვეყნები დააზარალა, ჩვენ ყველაზე კარგად მივხვდით, რომ გლობალური კრიზისის დაძლევა მხოლოდ სოლიდარობითა და თანამშრომლობითაა შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, სოლადირობა უნდა გამოიხატებოდეს ვაქცინაზე წვდომითაც.

 

 

„საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორიაში მნიშვნელოვანია თარიღია. მე ვარ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც სკოპიეში ჩამოვიდა, რაც ჩემთვის საამაყოა. ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ ორ წელს ითვლის. ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც იანვარში შედგა, მსოფლიო პანდემიის გამო, უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დადგა. უკვე ერთ წელზე მეტია, მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს. პანდემიამ პრაქტიკულად შეაჩერა საერთაშორისო ურთიერთობები. კრიზისმა ყველაზე მეტად პატარა ქვეყნები დააზარალა. ჩვენ ყველაზე კარგად მივხვდით, რომ მხოლოდ სოლიდარობითა და თანამშრომლობითაა შესაძლებელი გლობალური კრიზისის დაძლევა. სოლადირობა უნდა გამოიხატებოდეს ვაქცინაზე წვდომითაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი რამ აერთიანებს.

 

 

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის თქვენ და ჩვენ მიერ არჩეული გზა. იმისთვის, რომ ამ მიმართულებით წარმატებულად ვიაროთ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდჩაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის სურვილს, რომ გაგვიზაიროს საკუთარი გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის მაგალითია. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, ბორდერიზაციაზე, უკანონო დაკავებებზე, გატაცებებსა და ზაზა გახელაძის დაკავებაზე. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, რუსეთის მილიტარიზაციის პროცესზე შავ ზღვასა და კავკასიის რეგიონში. ამ ესკალაციაზე პასუხი ერთია, ნატო-ს სამიტები, გზავნილები უნდა იყოს ძალიან ნათელი საქართვლოსთვის და უკრაინისთვის. ეს არის მხოლოდ ერთადერთი არაკონფორნტაციული პასუხი ამ კრიზისზე. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენს ქვეყნებს შორის ორხმრივი კავშირების გაძლიერებაა. რამდენიმე თვის წინ პრეზიდენთან შეხვედრის დროს ხელი მოვაწერეთ სავიზო შეთანხმებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს. დღეს ასევე ხელი მოვაწერეთ კულტურის სფეროში მემორანდუმს, რომელსაც საქართველოს და ჩრიდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. ასევე, ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მნიშვენლოვანია ორივე ქვეყნისთვის, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ფეიკნიუსების საკითხი. ჩემი დღევანდელი ვიზიტი ჩვენს ურთიერთობეს გააღრმავებს, იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდენტო, უახლოეს მომავალში გვესტუმრებით საქართველოში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი