"რუსთავი 2"-ის საქმეზე ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე განახლდება. ხვალინდელ პროცესზე "რუსთავი 2"-ის და მისი მფლობელების ადვოკატები საპაექრო სიტყვით წარდგებიან. დღევანდელ სხდომაზე კი საპაექრო სიტყვა მოსარჩელე მხარემ თქვა. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ მიიღებს
დღეს განიხილეს მოპასუხე მხარის რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის მტკიცებულებათა ნუსხიდან ექსპერტიზის დასკვნის ამორიცხვის შუამდგომლობა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, "რუსთავი 2"-ის ადვოკატები მოითხოვენ ქიბარ ხალვაშის წილების ღირებულებაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ექსპერტის მიერ ჩატარებული დასკვნა საქმიდან ამოღებულიყო, თუმცა მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა.
ასევე, დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილება, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ განიხილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.