„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა. რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მელიას ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დახვდნენ.
მოსამართლემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ნიკა მელიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. გირაოს თანხა, 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.
სასამართლო სხდომას მელია არ დასწრებია, რადგანაც საქმის განხილვის ფარგლებში, ის მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა.
ციხიდან გამოსულმა მელია განაცხადა, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს.
„ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, უპირველესად, უშუალოდ ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში, უშუალოდ პარტიაში და ასევე, არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებთან, ყველა იმ პირთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დასჭირდება არაერთი დღე, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ვიცი, რომ პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხზე. თითოეული საკითხის დეტალურად გავლას ვაპირებ. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ. გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, რაციონალური. ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რადგან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე. ჩემი რწმენით, ჩვენ პერიოდულად გვავიწყდება, რამდენად დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია“, – განაცხადა მელიამ.
მან მადლობა გადაუხადა მედიაციის პროცესში მონაწილე ელჩებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ყველა გულშემატკივარს.
თუმცა, ნიკა მელიას თქმით, განსაკუთრებულ მადლობას უხდის ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისს.
ნიკა მელიას შეფასებით, ჟიგიმანტას პავილიონისმა საერთაშორისო საზოგადოება გამოაღვიძა.
„დასანანია, რომ ეს აურზაური მოხდა, არ ვიცი, ელემენტარული საკითხი იყო, თუმცა იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყანაში მოსახლეობას აწუხებს, რა მოსატანია ის წუხილი, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია, პრაქტიკულად, სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. ციხის ადმინისტრაციამ არ მიიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ, ამ ხელისუფლების გუნება ჩანს წვრილმან დეტალშიც კი, რასაც ამხელა გაუგებრობა მოჰყვა.
მინდა, პირველ რიგში გათავისუფლება ვუსურვო ყველა პოლიტპატიმარს, ყველა პატიმარს, განურჩევლად, რა სასჯელს იხდიან ციხეში, ცხოვრებაში შეცდომა ყველას მოსდის. ალბათ ბევრი პატიმარი მიყურებს, საქართველოს ყველა ციხეში, ადრე თუ გვიან, უფრო ადრე, ვიდრე გვიან ვუსურვებ მათ გათავისუფლებას და ოჯახის წევრებთან დაბრუნებას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მიუხედავად იმისა, პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებული, თუ არა, თუმცა ამ ციხეში, სადაც მე ვიყავი, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია და ასევე განსაკუთრებით მათ ვუსურვებ გათავისუფლებას.
ასევე, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ყველა გულშემატკივარს, ვინც გულით გულშემატიკვროვდა და გულშემატკივრობს ქვეყანაში სტაბილურობას, არა მძიმე სტაბილურობას და რეჟიმის ფარგლებში სტაბილურობას, არამედ ნორმალური ცხოვრების ფარლებში სტაბილურობას.
მადლობას გადავუხდი და ხაზგასასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში, მადლობას ვუხდი მე მას, როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს, თავისი მიზეზები აქვს ამას, რატომაც ხაზს ვუსვამ და მის პროფესიონალიზმსაც. ხაგზასმით მინდა, მადლობა გადავუხადო კარლ ჰარცელს. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს მას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მათ შორის მადლობას ვუხდი აშშ-ის ელჩს, თუმცა, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ადამიანი, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება, და მაშინ, როდესაც ალბათ ბევრი თვალსაზრისით ყველაზე მეტად მიჭირდა, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად, ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ. რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია, ეს შედეგი დამდგარიყო, ვგულისხმობ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გამოხმაურებას“, – განაცხადა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.