მაღალჩინოსნებს, რომლებიც გიორგი გახარიას გუნდის წევრობით თავს იწონებდნენ, თანამდებობეს ერთმანეთის მიყოლებით ატოვებინებენ
11-05-2021, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებს რეგიონებში თანამდებობეს ერთმანეთის მიყოლებით ატოვებინებენ.

 


დღეს თანამდებობიდან წასვლა აიძულეს ფოთის მერის მოადგილეებს, პაატა ლაგვილავას და კონსტანტინე თოფურიას, ასევე, მარტვილის მერის მოადგილეს აკაკი ხუნწელიას და სენაკის მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს.

 


დღესვე გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ზურაბ როსებაშვილმა ხაშურის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა. პოსტებიდან წავიდნენ ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი.

 

 

როსებაშვილის თქმით, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მან ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ზვიად ქურდაძის მოთხოვნის შემდეგ დაწერა. იგი აცხადებს, რომ ეს იყო პარტიული გადაწყვეტილება და მისთვის არც მიზეზი განუმარტავთ.

 


„პირადად მე დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვებაზე. გუშინ დღის ბოლოს მქონდა ზვიად ქურდაძესთან შეხვედრა. ზვიადმა მთხოვა, რომ დამეწერა განცხადება და წავსულიყავი დაკავებული თანამდებობიდან. მე მივხვდი, რომ ეს არ იყო ზვიადის გადაწყვეტილება, ეს იყო პარტიული გადაწყვეტილება. მე პრობლემას ვერავის შევუქმნიდი, ვერც ზვიადს და ვერც იქ მომუშავე თანამშრომლებს, რომლებთანაც იდეალური ურთიერთობა მქონდა. დღეს დილით დავწერე განცხადება.

 


მე ამ მომენტისთვის არავის გუნდის მხარდამჭერი არ ვარ. ბევრი მეგობარი მყავს გახარიას გუნდშიც. ურთიერთობა მქონდა გიორგი ხოჯევანიშვილთან და მექნება კიდეც. ალბათ ამიტომ, მე ამას ვუკავშირებ. მიზეზები მერისთვის აღარ მიკითხავს, თავადაც მძიმე მდგომარეობაში იყო. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი მეთოდებით აწერინებენ განცხადებებს თანამშრომლებს“, - განაცხადა ხაშურის მერის ყოფილმა მოადგილემ, ზურა როსებაშვილმა.

 


ფოთის მერის ყოფილი მოადგილე, პაატა ლაგვილავა თავს გიორგი გახარიას თანაგუნდელად აცხადებს და ამბობს, რომ მისი პოსტიდან გათავისუფლების ძირითადი მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი გახდა.

 


„დილით მქონდა შეხვედრა ფოთის მერთან, გოჩა კურდღელიასთან, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა, თანამდებობიდან გადამდგარიყავით. კერძოდ, დავით გვიშიანისგან იყო დავალება, როგორც ვიცი. როგორც შევატყვე, მერის ინიციატივა ეს ნამდვილად არ ყოფილა, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე.

 


ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები. შესაბამისად, ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი ალბათ, როდესაც თანამდებობების დატოვება მოგვთხოვეს. ჩვენც ძალიან მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებთ მომავალში ძალიან ბევრი საკეთილდღეო საქმის გაკეთებას ბატონი გიორგის გუნდში“, - განაცხადა ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ, პაატა ლაგვილავამ.

 


კონსტანტინე თოფურიამ კი თქვა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

 


„დღეს მქონდა კომუნიკაცია ფოთის მერთან, რომელმაც, ჩემთვის მოულოდნელად, მთხოვა დამეწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს არ არის მისი სურვილი და ინიციატივა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მმართველი პარტიისა და მთავრობის დავალებაა, რომ გახარიას გუნდთან თანამოაზრეობის გამო, ჩვენ გვატოვებინებენ თანამდებობას.

 


იმ გუნდთან ერთად საქმის კეთება, რომელიც არ მოგიაზრებს შენ მის გვერდით, მუშაობა არის შეუძლებელი. ამიტომაც, მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე არ მოვსულვარ თანამდებობაზე სხვა თანამდებობიდან, გამოცდილება მაქვს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის. ასე რომ, დრო გვიჩვენებს, რა იქნება. გახარიასთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს, კომუნიკაცია მქონდა ბოლოს 2018 წელს. მოვიაზრებ თავს იმ გუნდში, რომელიც საქართველოს კეთილდღეობისთვის კარგ საქმეებს აკეთებს. არ გამოვრიცხავ ბატონ გიორგისთან ურთიერთობას მომავალში“, - განაცხადა კონსტანტინე თოფურიამ.

 


აკაკი ხუნწელიას თქმით, მარტვილის მერი იყო აბსოლუტურად უხერხულ მდგომარეობაში.

 


„ის იყო დავალებული პარტიისგან და მთავრობისგან, რომ მე დამეტოვებინა ჩემი თანამდებობა. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, რადგანაც მოვიაზრებოდი გიორგი გახარიას გუნდის წევრად“, – განაცხადა მარტვილის მერის ყოფილმა მოადგილემ, აკაკი ხუნწელიამ.

 


სენაკის მერის ყოფილი მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი აცხადებს, რომ მისი პოსტიდან წასვლა თავისი ნების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება იყო.

 


„მინდა, გაცნობოთ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება. „ქართული ოცნების“ გუნდი მაიძულებს, დავტოვო სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა. მიზეზად გიორგი გახარიას თანამოაზრეობა სახელდება. „ოცნების“ წარმომადგენლები რეკავენ მერებთან და ეუბნებიან, რომ მოადგილეებმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობა. გახარიასთან კომუნიკაცია მე არ მქონია, ვამაყობ ამ ადამიანით და მისი გაკეთებული საქმიანობით. მივდივარ სახლში, სამ შვილს რომ გემრიელად მოვეფერო“, - განაცხადა კახაბერ კუპრეიშვილმა.

 


„ქართული ოცნებიდან“ ოპოზიციაში წასულმა დეპუტატმა, შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა და გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით თქვა, რომ მერების მოადგილეებზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

 


„დღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების მოადგილეებზე მოხდა ზეწოლა. ზეწოლა ხდებოდა ერთადერთი მიზეზის გამო. ამ ადამიანებს გახარიას გუნდის თანამოაზრეობის ნიშნით მოსთხოვეს თანამდებობების დატოვება. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელსაც ერთ დროს თვითონ „ქართული ოცნება“ ებრძოდა. დღეს კი, ფაქტობრივად, პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა და დაამატა: „ეს იყო ორკესტრირებული მოწოდება, ზეწოლა ცენტრალური პარტიისა და მთავრობის მხრიდან იმ ადამიანებზე, რომლებმაც ზოგიერთ შემთხვევაში განცხადება თვითონ დაწერეს, ზოგიერთ შემთხვევაში, მოხდა მათი გათავისუფლება მერის ბრძანებით. უშუალოდ მერების მხრიდან იყო ამ ადამიანებზე ზეწოლა“.

 


როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, ამის თაობაზე წინასწარ არ ყოფილა ინფორმირებული.

 

 

„მათზე როდესაც მოხდა ზეწოლა, განემარტათ ჩემთან ნაცნობობა და თანამოაზრეობა ერთადერთ არგუმენტად, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ჩემთვის ეს ცნობილი“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი