სომხეთში პრემიერის ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეებმა განიხილონ ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტთან დაკავშრებით.
„პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტია სომხეთში და ვფიქრობ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე ახალი გეოპოლიტიკური გარემოებიდან. იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე ახალ გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართვლოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობაზე, მნიშვნელოვან სატრანსპორტო პროექტებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობაზე. კულტურა, ეკონომიკა, ხალხთა შორის თანამშრომლობა და ვისაუბრებთ მრავალმხრივ ფორმატებში ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.