"გერმანელ კოლეგას აქვს სრული თანხმობა საქართველოს მთავრობის სტრატეგიასთან, რაც ეხება აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის პროცესს"
28-10-2015, 14:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. კვირიკაშვილის განცხადებით, "გერმანელ კოლეგას აქვს სრული თანხმობა საქართველოს მთავრობის სტრატეგიასთან, რაც ეხება აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის პროცესს"

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა შხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, დაისახა მრავალი მიმართულებით ურთიერთობის განვითარების გეგმები.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით გერმანის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ძალზედ მნიშვნელოვანი ახალი გზის დასაწყისია, ეს არის ნაბიჯი საქართველოს დაახლოებისა ევროპასთან და გერმანია მხარს უჭერს საქართველოს დაახლოებას.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოები.

 

 

"ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაცია მათ შორის იმისათვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის რეჟიმი გახდეს გამოყენებადი. ამის გარეშე მცირე ბიზნესს არ ექნება საკმარისი ინსტრუმენტი გაეცნოს ევროპის ბაზარს, იქ არსებულ შესაძლებლობებს და იპოვოს პარტნიორები. ამ პროცესში, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის მხარადაჭერა. საქართველომ სამოქმედო გეგმის ტექნიკური ნაწილი კარგად დაასრულა, ახლა ველოდებით დადებით ანგარიშს და ევროპელი პარტნიორების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება. ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებზე.

 

 

"მიხარია, რომ გერმანელ კოლეგას აქვს სრული თანხმობა საქართველოს მთავრობის სტრატეგიასთან, რაც ეხება აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის პროცესს და ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას, ასევე მოხარული ვარ, რომ იგი იზიარებს საქართველოს მთავრობის მიდგომას აწარმოოს კონსტრუქციული პოლიტიკა რეგიონში სტბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მთლიანად რეგიონის პოტენციალით გერმანიის საქმიანი წრეების შემდგომი დაინტერესებისა და საქართველოში გერმანული ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის კულტურისა და განათლების სფეროებში.

 

 

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის სამომავლო საქმინობაში. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა შტაინმაიერს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ორი ერის მეტად დამეგობრების საწინდარი იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი