დიდ დიღომში, ექვთიმე ხელაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, 1900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყობა. ამჟამად, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„ეს არის N186-ე საჯარო „მეგა“ სკოლასთან მისასვლელი გზა, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა და სწორედ ამიტომ პრიორიტეტული იყო ამ ქუჩის კეთილმოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - აღნიშნა გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო.სამუშაოებსკი, კომპანია„L&L“ასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.