1867 წლის აღდგომის მეორე დღე. მტკვრისკენ დაქანებული აღმართი ,,წმინდა ქართველი მკვდრების“ აურაცხელი, ძველი თუ ახალი საფლავებით იყო მოფენილი. თითქმის ფეხის ყოველ გადადგმაზე იყო ლურჯი, მწვანე, შავი და თეთრი ფიცრისჯვრიანი საფლავები, ზოგიც კი, სულაც, ჯვრის გარეშე. ქვით მოპირკეთებულ საფლავებზე ამოჭრილი და დახატული იყო მიცვალებულის სახე, ან ამოტვიფრული იყო კაცი გვირგვინით, ჩაქუჩით და წერაქვით, ქალი იალქნით, წიგნით თუ სხვა საგნით.
საფლავების უმრავლესობას ჰქონდა შემდეგი ტიპის ეპიტაფიები: ,,მნახველო, თითო შენდობა ბრძანეთ, თქვენ არა დაგაკლდებათ რა, მიცვალებულის სულს კი ამით ელხინება“, ან ,,გესლიანო და უწყალო სიკვდილო, დაუნდობელო, რა უდროოდ გამომაკელ ჩემს სწორ-ამხანაგებსა!“, ,,შე, მუხთალო სიკვდილო, რას მერჩოდი!“, ,,უწყალო სიკვდილო, რად მომაშორე გულის მტრედსა?“, ,,წამკითხველო, მეც შენსავით არა ვზრუნავდი?! გახსოვდეს, შენც ეს მოგელის“, ,,მშვიდობით, სიხარულო, აღდგომის დღემდინ“... შეძლებული ჭირისუფლები მარმარილოს და სხვა მდიდარი და ძვირი ქვებისგან აგებულ ძეგლებს უდგამდნენ მიცვალებულებს, ზედ მოვარაყებული ასოებით: ,,прощай до радостного дня!“
აღდგომის მეორე დღეს, დილაუთენია, პირველნი, გლახები მიდიოდნენ სასაფლაოზე. ყველა მათგანი ცდილობდა სასაფლაოს შესასვლელში სარფიანი ადგილის დაკავებას. მათ შორის, ცნობილი გაბურძგნული, ცალ ხელში წყლის ლიტრით, მეორეში კეტით, ხურჯინგადაკიდებული, დაუბანელი და წვერიანი ივანე გლახაც გამოჩნდებოდა ხოლმე. გლახა იყო, მაგრამ არასდროს არ უთხოვია არავისთვის არაფერი. იდგა თავისთვის და მოწყალებას ელოდა. ბევრჯერ დაურიგებია კიდეც მოგროვილი ფული. თავისი ,,სამართალით“ და კეტით ერთგვარი უსტაბაშიც კი ყოფილა გლახებში. მერე და მერე ჭირისუფლები მომრავლდებოდნენ, ბუზივით აირეოდა ქალი და კაცი და იყო ძახილი: ,,барина, сударина, Христа ради, барина...’’ და ქართულადაც, რაღა თქმა უნდა.
ყველა ჭირისუფალი საღმრთო ვალად რაცხდა მიცვალებულისთვის ,,სულის ახსნას” და ,,ქრისტე აღსდგა!“-თი მილოცვას. მიცვალებულის საფლავზე გასვლისას ზოგი სხვადასხვა ყვავილებით რთავდა თავისი მკვდრის საფლავს, ზოგი წითელ კვერცხებს ფლავდა მიწაში, რომლებსაც იმწუთსავე აქრობდნენ ამ საქმეზე დაგეშილი პატარა ბიჭები. საუზმითაც ბევრი გამოდიოდა საფლავებზე, ტირილის შემდეგ იქვე ჩაჰკრავდნენ ხოლმე სასმელს, რომელიც ,,ახარებდა გულსა კაცისასა“. ამ დღისთვის მღვდლების ჯალაბობაც თადარიგს იჭერდა და თავიანთი მეუღლეების ჯიბეების დაკერებას უნდებოდნენ, გამოადგებათო. მართალნიც იყვნენ! - ადგებოდათ! ღმერთმა გაანათლოს ჩვენი მიცვალებულების სულები!
ედიშერ ოდიშარია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.